“ვაცხადებ რესპუბლიკური პარტიის სახელით, პირველ რიგში და ვითხოვ ქართული ოცნებისგან, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისგან, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო კლინიკაში. ასევე ვაცხადებ ჩვენი ფრაქციის, რეფორმების ჯგუფის სახელით, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევისთვის და არ არსებობდეს ის საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობთ ამდენი დღეა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამისთვის გამოსავალი არის გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა”

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძე. პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქციამ ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის.