არ ვიზიარებ სიფრთხილეს, რომ რუსეთთან ფრთხილი რიტორიკაა საჭირო – ზურაბიშვილი

მთავრობა მიიჩნევს რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო რუსეთთან, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს – განაცხადა საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია France inter-თან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე : “ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს”. რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა :  “სრულად უკრაინის გვერდით. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში”. 

ჟურნალისტმა პრეზიდენტს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა :

“დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!”, – თქვა ზურაბიშვილმა.