არ ვიცავთ წესებს, ინფიცირებულთა რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, წინასაახალწლოდ რეგულაციების მოხსნის გამო 1-2 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვს ისევ გაიზრდება.

“შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებში და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება”, — განაცხადა ლევან რატიანმა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 208 პირი, გარდაიცვალა — 25 ადამიანი.