არ ვიცით მძევლებიდან ვინაა ცოცხალი და ვინ არა – ჰამასი

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა ბასიმ ნაიმმა განაცხადა, რომ არ იციან ისრაელელ მძევლებზე ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინაა ჯერ კიდევ ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი. ამის შესახებ ნაიმმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“პირველ რიგში, ტექნიკურად და პრაქტიკულად, ახლა შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაიცვალა ისრაელის დაბომბვების სერიის შედეგად ან ვინ გარდაიცვალა ისრაელის ბლოკადის გამო” – თქვა ნაიმმა ინტერვიუში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  აქამდე, ჰამასი უარს ამბობდა ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესში ცოცხალი მძევლების სიის გადაცემაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ართულებდა.