რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცცხადებს, რომ კრემლმა არ იცის თუ სად არის, პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი. ინფორმაციას ამის შესახებ, interfax-ი ავრცელებს.
კითხვაზე, იციან თუ არა კრემლში, სად იმყოფება უკრაინის მიერ ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, პესკოვმა უარყოფითად უპასუხა.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა, ვლადიმერ პუტინი მედვეჩუკს, პესკოვმა უპასუხა : “მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია”,
ასევე გამოცემის ცნობით, პესკოვმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია,მედვედჩუკის გაცვლასთან დაკავშირებით.