არ ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, ვასაძეს პატივს ვცემ – კაჭარავა

უმრავლესობის წევრი დავით კაჭარავა ამბობს, რომ არ იცის, არის თუ არა ვლადიმირ დუგინი კრემლის მთავარი იდეოლოგი.

მისი თქმით, ლევან ვასაძე, როგორც ადამიანს, პატივს სცემს.

“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია. არ ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტები აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ ალბათ, რა სახის შეხვედრა იყო.

რუსეთის ჩარევა [ქართულ პოლიტიკაში]? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს, რომ ჰკითხოთ რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა კითხვებს პასუცი გაეცემა მე მგონი. ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ასე რომ, როგორც ადამიანს მას ვაფასებ და პატივს ვცემ”,– თქვა კაჭარავამ “მთავარ არხთან” საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინს შეხვდა.