პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ სჯერა არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების.
მისი თქმით, ოპოზიციამ ყველა არჩევნებზე დაუყენა კანდიდატი, ამიტომ არ იცის, რა საერთო ექნება დანარჩენ ოპოზიციასთან.
“მე არ მჯერა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების, მაგ გამარჯვების ფორმულების. თუ ვინმეს ებრძოდა მთელი ოპოზიცია ნებისმიერ არჩევნებში, ვიყავით ჩვენ. მერობის კანდიდატი ვიყავი – ყველა დადგა, საერთო ჯამში რა მივიღეთ – ყველას მოვუგე, მაგრამ წავაგეთ ოცნებასთან. საბურთალოზე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ყველა დამიდგა, ყველა დანარჩენს მოვუგეთ და მაინც სერგეენკოა მაჟორიტარი.
ამიტომ თუ ვინმეს შეშლია – შეშლია ჩვენთან და ჩვენს კანდიდატებთან. ასე რომ, არ ვიცი, რა მექნება საერთო დანარჩენ ოპოზიციასთან. მითუმეტეს ბოლო პერიპეტიების ფონზე”,- უთხრა ელისაშვილმა ტვ პირველს.