არ ვმონაწილეობთ ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში – “კოალიცია ცვლილებისთვის”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს, “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და აცხადებენ, რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ, ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

“არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში… მხარდაჭერას ვუცხადებთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს”

“კოალიცია ცვლილებისთვის”, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.

ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.