“ნაციონალური მოძრაობა არ უწევს ორგანიზებას და არ მიესალმება ე.წ. “კონცერტის” იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე.
კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან.
ნებისმიერი ხელოვანის ნებისმიერი პერფორმანსი ამ კონკრეტული პირის პირადი გამოხატვა იქნება და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენი პარტიის ნებასთან.
ნაციონალური მოძრაობა უერთდება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს:
1. რუსული კანონის გაწვევის/გაუქმების დაუყოვნებლივ გაფორმებას, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად;
2. ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას;
ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ევროპაში!
ძალა ხალხშია! ძალა პროტესტშია! ძალა ჩვენშია! აუცილებლად გავიმარჯვებთ!”
ამის შესახებ, ნათქვამია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.