ჩვენი სამზადისიდან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ არჩევნების გადადების ან პროცესის შეჩერებისრაიმე წინაპირობა არსებობს – აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.მისი თქმით, გასული წლიდან გამომდინარე, ცესკო-ს პანდემიის ფარგლებში არჩევნების ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
”ამ ეტაპზე, ჩვენი სამზადისიდან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ არჩევნების გადადების ან პროცესის შეჩერების რაიმე წინაპირობა არსებობს. ბუნებრივია, ამას თავის მხრივ სჭირდება გარკვეული საფუძვლები, გარემოებები, რომ მოხდეს არჩევნების გადადების საკითხის განხილვა, რაც ბუნებრივია აღემატება ცესკო-ს კომპეტენციას და უფლებამოსილებას. როგორც იქნება და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, დღეის მდგომარეობით, არ დგას ის საკითხი და მოთხოვნა, რომ არჩევნების გარკვეული ეტაპით გადადება უნდა მოხდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებას არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ ფართო დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდებს.