“არ მგონია, რომ ომი (რუსეთი უკრაინასთან – რედ.) შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ორი მიზეზის გამო. ნომერი პირველი: არ მგონია, რომ რუსეთს შეუძლია სამუდამოდ მხარი დაუჭიროს ომს, პირველ რიგში, რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით. მეორე. მე ვფიქრობ, რომ იქნება გარემოებები, როდესაც საბოლოოდ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის – ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვაგვარად – ამ ომის გაგრძელება.”
აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.