პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ემზადებიან დიდი ბრძოლისთვის.
“შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!”, – წერს ინაშვილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსს 3.18% აქვს.