არ იმგზავროთ ფეხზე დამდგარმა და გამოიყენეთ პირბადე – თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსი“ ხალხს მიმართავს, არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა და გამოიყენონ პირბადე. კომპანია მძღოლებსაც აფრთხილებს, რომ თუ წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან

,,კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით”,- აცხადებს კომპანია.

მათივე ცნობით, ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღე უტარდება.