არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თუმცა თავაწეულები შემოვედით – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვნენ. პარლამენტში მისულმა ელისაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში თავაწეულები შევიდნენ, რადგან 4 პოლიტპატიმარი თავისუფალია.

“არ იყო იცით მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, იცით რაც გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამაც სანამ აქამდე მოვიდოდით. თუმცა ჩვენ ადვილად თავაწეულები შემოვედით აქ, ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული ვიზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლოს 2 ადამიანი. და ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობს”,– ამბობს ელისაშვილი.

ის ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ მოუწოდებს, ერთადერთხელ მაინც შევიდნენ პარლამენთში და სრულად პროპორციულ არჩევნებს მხარი დაუჭირონ.

“მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამთვლილი. ერთადერთ საკითხს – საპარლამენტო არჩევნებს სრულად პროპორციულს სჭირდება 113 ხმა და იმ ერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ჩვენ 1 წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა ეს მაგიდაზე დევს. ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს, თუ გულწრფელად იბრძოდნენ იმ პროპორციულისთვის. ჩვენ პირველ რიგში შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის. იქ ვადაც კი ჩავაწერინეთ ქართულ ოცნებას. თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის საკანონმდებლო ინიცირება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს.”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.