“ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. მე ვიმყოფებოდი მიუნხენში, ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას სჭირდება”.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.