არ იჯერებს ხალხი „ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, და რა გავაკეთოთ, ძალით ხომ არ დავაჯერებთ? – მდინარაძე

არ იჯერებს ხალხი „ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო, არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას, – ასე ეხმაურება, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ტვ “პირველის” მიერ გავრელებულ აუდიო ჩანაწერს, მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ კადრები საიდანაც არის ამოჭრილი, 2010-2011 წლებშია გაკეთებული და მას ოპოზიცია „შავი დღისთვის” ინახავდა.

„ლელო” და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საერთო მიზანი ხომ ვიცით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაა – „არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახიძესთან ერთად”, ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი 2010-2011 წლებშია გაკეთებული და აქეთ შეტევას ბედავენ და კადრულობენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე შექმნეს და ყალბი კონტენტი შექმნეს და არ გაბრაზდა ეს ხალხი ამაზეც, ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება. არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, – აცხადებს მდინარაძე.