“თვითონ საკითხი რომ დაისმევა, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ კუბილიუსი, როდესაც ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი და პირიქით არათუ ჭორებს არის აყოლილი, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ, რომ ქვეყნის ინტერესი დავიცვა. ეს არის მტრული დამოკიდებულება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან.”
განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ CNN-ის ჟურნალისტის კითხვის კონტექსტში, რომელმაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაზე კითხვა დაუსვა და შუამავალი რგოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.