„მე არ მაქვს არანაირად ამის [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანი საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა ვინც ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.”

აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.