საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
“არ მაქვს სრული ინფორმაცია, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს. რაც საჯაროდ არის გაცხადებული, ეს ვიცი. ჯერ არ გავაკეთებ კომენტარს, სანამ არ გვეცოდინება დეტალები”,– თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.
გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.
სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა.