“ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადაიანის მოსაზრება. თუ აღბიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი.
თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ.
[…] არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში”.
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.