ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ჯანდაცვის მინისტრობისთვის მზად არ არის.
“ლევან რატიანი მეგობარია ჩემი და მხარს დავუჭერ როგორც მეგობარს, მაგრამ არ მგონია, რომ ჯერ ის მინისტრობისთვის მზად არის”,– ამბობს ცერცვაძე.
მისივე განცხადებით, კანდიდატებიდან ყველაზე მეტად არჩილ თალაკვაძე მოწონს.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე მას ამ დრომდე არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს.