“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა-გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო რაღაცა პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური აქტივი გამოადნოს. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც ებრძოდა წლების მანძილზე. შეწყალების ნაწილთან მიმართებაში, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და დისკრეცია, მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, ფეისბუქზე დაასტატუსა არა და არასდროს”
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ ჰგონია პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრობის” გვერდით დადგეს.