“მიხელ სააკაშვილი ჩართულია ისედაც პოლიტიკაში. რაც შეეხება აქ, ადგილზე ჩამოსვლას, არ მგონია, ამის დაანონსება მოხდეს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მესამე ძალას, სტრატეგია აღმაშენებელს გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ხედვა. იმისდა მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი რას დააანონსებს, ჩვენს პოლიტიკურ გეგმებზე არ მოახდენს ზეგავლენას”
ამბობს “მესამე ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ფორმულასთან საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე საკუთარ გეგმებზე განცხადებას დღეს გააკეთებს.