არ მგონია, ჩამოვიდეს, თავის თავისუფლებას მეტისმეტად აფასებს -გრეგოროვა სააკაშვილზე

არ მგონია, ჩამოვიდეს, თავის თავისუფლებას მეტისმეტად აფასებს – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“თუ კი მხედველობაში მივიღებთ მის ქცევას წარსულში, როდესაც საყოველთაო არჩევნებზე იყო საუბარი, მაშინ ვიტყვი, რომ ეს კარგი პიარის ნაწილია მისი მხრიდან. ანუ შეიძლება სხვა არჩევნების დროს ამან უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს მისკენ, ეს შეიძლება მარკეტინგის საკითხი იყოს. დიდი ბოდიში თუ პირდაპირ ვერ გცემთ პასუხს, რატომ აკეთებს ამას ძალიან გამიჭირდება ამის თქმა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, რომ ჩამოვიდეს. მგონია, რომ ის თავის თავისუფლებას მეტისმეტად აფასებს”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.