“არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები საგმირო საქმეს ჩადიოდნენ კიევში მოგზაურობით ამ წუთას. პოლიტიკურ აქტს რაც შეეხება, პოლიტიკური აქტი ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძირითადად იმიტომ, რომ მოგვწონს თუ არა, ის გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და მისი მესიჯია მძლავრი. კიევში წასვლას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას ჩასვლით გამოხატავდნენ, თუნდაც იმ მესიჯს, რაც ქართულ ოცნებას აქვს დეკლარაციაში, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები და კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან სადღაც ჩავლენ, დაისვენებენ და ჩამოვლენ, ამას სოლიდარობასთან დიდი კავშირი არ მგონია, რომ ჰქონდეს”
აცხადებს, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია და მიიჩევს, რომ კონკრეტული თანამდებობის წევრების ან ოპოზიციის წარმომადგენლების კიევში წასვლას მნიშვნელობა არ აქვს.