არ მეშინია არცერთ თემაზე საუბრის, ყველა კითხვას ვუპასუხებ – გახარია

მინდა დაგპირდეთ, რომ არ მეშინია არცერთ თემაზე საუბრის, ყველა კითხვას ვუპასუხებ”  – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა,  გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე.

“მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. ასე გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება”. – ამბობს გახარია.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.