არ მიაქციოთ ყურადღება პრემიერმინისტრის დეზინფორმაციას. ქართველებო გაუძელით! – არახამია

“არ მიაქციოთ ყურადღება პრემიერმინისტრის დეზინფორმაციას. ქართველებო გაუძელით!” – ასე ეხმაურება უკრაინის ხელისუფლების წევრი, დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.

აშშ-ში არახამია კონკრეტულად დაკავებული იყო იმით, რომ ჩამოეყალიბებინა კონცეფცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლება ყავს, რომელიც, თავის მხრივ ფეხს უდებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხს ევროპა სურს. ისინი რამდენიმე დღის წინ მრავალათასიან მიტინგზე გამოვიდნენ და ნათლად აჩვენეს მსოფლიოს, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან. ყველას სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ, როგორც უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება, მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ღია დეზინფორმციას და ფეიკებს, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრის, რაც ერთი ოლიგარქის დაკვეთით ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხი, რომლებიც იფარებენ უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს აგრესორის წინააღმდეგ, ერთი ოლიგარქის ტყვეები გახდნენ.  ქართველებო, გაუძელით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ევროპის შიგნით დიდი მომავალი გველოდება”. – ამბობს დავით არახამია ვიდეომიმართვაში.