არ მიეცემათ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდნენ – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

“არ მიეცემათ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდნენ და მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ ” – ​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას კვლავ ემუქრება და აცხადებს, რომ მეორე ტურამდე ოპონენტებს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებისა და მოქალაქეებთან საუბრის საშუალება არ მიეცემათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ფოთში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უხერხულობა არის ის, რომ დღესაც, ეს მოძალადეები, კრიმინალები, სადისტები და მკვლელები არიან პოლიტიკაში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ და ყველა კრიმინალი დაისაჯოს. უხერხულობა უნდა შეექმნას გიგი უგულავას და შეექმნება ყველგან, ყველა ქალაქში. მათ არ მიეცემათ საშუალება და ფუფუნება იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და აქ მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ. ეს არის რეალობა და ამას უნდა გაუსწორონ მათ თვალი” , – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.