არ მივცემთ მოსვენების საშუალებას, ამის პირობას გაძლევთ – ზალკალიანი გახელაძის “განაჩენზე”

“არ მივცემთ მოსვენების საშუალებას,ამის პირობას გაძლევთ”- განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა. ზალკანიანმა,  ზაზა გახელაძისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილ “განაჩენს”  პროვოკაციად აფასებს.

უკვე მქონდა ბევრ ჩემს კოლეგასთან აქტიური კომუნიკაცია, ჟენევის ყველა მთავარი აქტორი არის ინფორმირებული, გაძლიერდება ზეწოლა, ყველა ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ასევე, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, ნატო-ს ფორმატში; ყველა ფორმატი, ორმხრივი ფორმატები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. იქნება დამგმობი განცხადებები და არ მივცემთ მათ მოსვენების საშუალებას , მე ამის პირობას გაძლევთ, ისე როგორც ყველა წინა უკანონო დაკავების დროს იყო გაკეთებული; ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული“ – აცხადებს ზალკალიანი.