პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება… 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და, ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

ამბობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა პოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.