“არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით”- ამის შესახებ, დღეს შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში დაბადების დღის ორგანიზატორის ანი გაბეჩავას დაქალმა, ბარბარე ურუდიამ განაცხადა.
„გიორგი ბოლოს ვნახე აგარაკზე, სანამ ლისის ტბაზე წავიდოდით. უბრალოდ ველაპარაკებოდი წაქაძესთან თუ ხარ ნამყოფი-თქო და კიო. ახლა ძალიან მიხარია, რომ მივდივართ, იმიტომ რომ ყველა ერთად გავერთობითო. ძალიან უხაროდა, ყველა ერთად რომ მივდიოდით.
სამწუხაროდ, როცა ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, ისე გადავნაწილდით, რომ წინ და უკან ადგილები აღარ იყო, ჩვენი მეგობრების ჩაჯდომაც კი ვერ მოვახერხეთ.
არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით. გვითხრეს, რომ ტაქსი მოვიდოდა ერთ წუთში და იმიტომ წამოვედით, თორემ იქ ნამდვილად არავის დავტოვებდით. გიორგი პირადად ჩხუბში არ დამინახავს“, – განაცხადა ბარბარე ურიდიამ.