“არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – ტელეკომპანია “იმედს” ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს. ქეთი ფარცხალაძე იმედის კვირაში კულტურის ამბებს აშუქებდა.
”საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ – შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის… გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!
P.S. წარმატებას თუ მისურვებთ. გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებიდან თავი შეიკავოთ”.