”არ მინდა საქართველო შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია ” – ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” დეპუტატებით წარმოდეგნილ, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას. მისი თქმით ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, კუბისა და ვიეტნამის მაგალითებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ უნდა მოხვდეს, რადგან ერთპარტიულობა დამღუპველია.
“არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ “ქართული ოცნება” პარტიებს აკრძალავს და ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს სხვა პარტიებთან შედარებით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. იმედი მაქვს, 2021 წელს ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს”, – განაცხადა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.