თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი…
მადლობა თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის მოტივაციაა და შესაძლებლობა, რომ მარტო არ ვიყო. ცდილობენ, რომ თავისუფალი აზრი ჩაახშონ, მაგრამ ვხედავ ბევრ თავისუფალ აზრს. არ მინდა, ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს. ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს, მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე. მაგარი ბიჭები გავიცანი.