”მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება.

კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება… როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი.”

ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.