“მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან მოღუშული, არ იღიმება, არის ძალიან გაუბედურებული. მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელი ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრავი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ. მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და მასში შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენპროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო რადამ, მაგალითად, მიწის საკუთრების შესახებ, სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არც საქართველოს აწყენდა. ელექტროენერგიის შესახებ და წამოსვლის წინ დავუტოვე უკრაინის თავისუფლების აქტი და ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, იპსოსის გამოკითხვით ვიყავი პირველ ადგილზე, ვის ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინსტრად, მინიმუმ ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს არ ვყოფილვარ ისე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში.
მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში, ან ჩამოსვლისას მოვეკალი, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებული გადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის ძალიან დაბალი”
თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.