არ მოგვწონს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის რიტორიკა, რომ EU ცდილობს ომში ჩათრევას – მიქსერი

“არ მოგვწონს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის რიტორიკა, რომ EU ცდილობს ომში ჩათრევას” – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, ევროპარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც  საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ.

”რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს გულწრფელ პოზიციას ამაზე და საქართველომ ბევრჯერ მისცა ხმა იმისთვის, რომ თქვას, რუსეთის აგრესია არის უკანონო, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს რიტორიკა, რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის, იმის შესახებ რომ ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს. ევროკავშირი არის მშვიდობიანი პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის”. – განაცხადა ევროპარლამენტარმა.