„საქართველოს სურს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. მე თქვენ არ მოგიწოდებთ არავითარი ომისკენ, როგორც ამას ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი გეუბნებათ, მე უკვე ვიხილე არაერთი ასეთი გზავნილი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს შეუძლია უკრაინასთან ერთად იდგეს და დააყენოს საკითხი, რომ იმ სანქციაებში, რაც რუსეთის მიმართ ხორციელდება, ასევე მოიხსენიებოდეს რუსეთის დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ და თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე მგონია, რომ ესაა საქართველოს უმთავრესი ინტერესი. განა არ მოგენატრათ ცხინვალი და სოხუმი და გინდათ აღადგინოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?!”

მიმართავს საქართველოს მოსახლეობას უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო.