“არ მომისმენია არასოდეს აშშ-სა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა 2012 წლამდე სასამართლოზე”- ასე პასუხობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის არშეჩერებაზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას, პერმიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
“უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნაზე და ა.შ. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც, ძალიან დიდი პროგრეი იქნა მიღწეული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, რა ქვეყნაში ვცხოვრობდით. 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. მე, სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და არ არის სამართლიანი.ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალეული ჩინოვნიკების”, – განაცხადა ღარიბაშვილი.