გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი სასტუმრო ვინოტელთან შეკრებილ მოქალაქეებს “ანგაჟირებულებს” უწოდებს. მისი თქმით, არ მოსწონს, რომ ისინი ვლადიმერ პოზნერს მიუვარდნენ.
“მე არ მომწონს ეს რაც ხდება. არ მომწონს ბევრი მიზეზის გამო. არ მომწონს იმიტომ, რომ, რავი, ადამიანი ჩამოვიდა და მივუვარდით. იქ [აქციაზე] ვინც არიან, ყველა არის პოლიტიკური ფიგურა, ყველანი არიან ანგაჟირებული ადამიანები”,– თქვა მან ტვ პირველის ეთერში.
რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, რესტორან “ვინოტელში” იმყოფება, რათა თავისი დაბადების დღე აღნიშნოს.
სასტუმროს გარეთ აქტივისტები აქციას მართავენ.