მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი სუსტად არის და უჭირს სიარული.
მისი თქმით, საავადმყოფოს პერსონალი ნახა და ამით კმაყოფილია, თუმცა უკმაყოფილოა, რომ ხვალ, ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ სააკაშვილი “გისოსების უკან წევს”.
ალასანია აღნიშნავს, რომ ფანჯარაზე გისოსები “ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივია”.