“მეც ძალიან არ მომწონს, რომ ჩემი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში არიან, მაგრამ ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება და მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში თუ არა. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, ეს მათი უფლებაა, რაც არ უნდა არ მომწონდეს მე. არ მომწონს, რომ ოპოზიცია პარლამენტში გამოიყურება ძალიან სუსტად. მაგალითად, ჩვენ ვერ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის რეგისტრირების შესაძლებლობას, საგამოძიებო პროცესის წარმართვას, რადგან ამას სჭირდება ჩვენი კოლეგების ხელმოწერები და ხმის მიცემა.
“ქართულ ოცნებას”, ირაკლი კობახიძეს არ აქვს შესაძლებლობა, ასეთი განცხადებებით შეცვალოს ვითარება. საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ, რა პოლიტიკურ ინსტრუმენტს გამოიყენებს. “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ რაც არ უნდა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ჩემი კოლეგები, რაც არ უნდა მოგვწონდეს-არ მოგვწონდეს ერთმანეთის გადაწყვეტილება და პოლიტიკური დღის წესრიგი, ყველას აქვს გაკეთებული საჯარო განცხადება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები დღის წესრიგში დადგება, ყველა შემოვა სასესიო დარბაზში და მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. ეს პირობა დადებულია და “ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს თითის გაშვერით, ისევ პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებით, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ეს მეტი არაფერს ნიშნავს”
ამბობს “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე პალიტრანიუსის ეთერში.