არ მოქმედებს ჩვენზე – ლევან იოსელიანი პარლამენტთან გამართულ აქციაზე

“არ მოქმედებს ჩვენზე” – ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითიც  პარლამენტთან  მე-10 გამართული  მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ გამართული აქციას გამოეხმაურა. აქცია ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ფრთამ მოაწყო. მათ ელისაშვილი, იოსელიანი და სხვა დეპუტატები პარლამენტის შენობაში საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს.  ამის შესახებ ლევან იოსელიანმა, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“მე არაფერი აქცია არ მინახავს. გავიგე, რომ რაღაც აქცია იმართებოდა. ჩვეულებრივად გავედი და შემოვედი. ასე რომ. ასეთი რაღაცები უკვე ნაკლებად მაინტერესებს და არც მოქმედებს ჩვენზე. მგონი ყველას დავუმტკიცეთ, რომ არც ვინმეს აქციების მეშინია და მით უმეტეს, ევროპული საქართველოს აქციების და არც ვინმეს ბულინგს. ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”. – განაცხადა იოსელიანმა.