არ მქონდა იმედი, რომ პასუხს გასცემდით, თქვენი იმედი ბიძინასაც არ ჰქონდა, სამსახურიდან გაგაგდოთ – დეკანოიძე ღარიბაშვილს

“არ მქონდა არავითარი იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, რადგან თქვენი იმედი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც სამსახურიდან გაგაგდოთ”- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

„საერთოდ არ მქონდა არავითარი იმედი, რომ პასუხს გასცემდით ბატონო ირაკლი, იმიტომ, რომ თქვენი იმედი ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა, როდესაც გაგადოთ სამსახურიდან – ჯანყარაშვილი, ხვედელიძე, ფარცხალაძე და ა.შ.

ბატნო ირაკლი, ერთს შეგახსენებთ, რომ გახელაძეს ტრაგედიაა, ინციდენტი არ არის, ეს არ უნდა უწოდოთ პრემიერ-მინისტრმა და იმასაც შეგახსენებთ, რომ ანწუხელიძისა და გმირი ბიჭების ნეშტი რომ დაკრძალეს, თქვენი თავდაცვის მინისტრი, სხვათა შორის, არ მივიდა იქ დაკრძალვაზე და მაშინ თქვა, რომ მოუცლელი ვიყავი და არ მივედიო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ საუბრობთ დემაგოგიით! მე მგონი, სამშობლო ყველას ერთი გვქონდა, მაგრამ თქვენ საერთოდ თქვენი სამშობლო გიყვართ, მხოლოდ ერთ კაცს ემსახურებით!“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

.