არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს – ზელენსკი

“არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს”. – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მუქარას აყოლა არ შეიძლება.

„ხვალ პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა ჩვენ ასევე პოლონეთის ნაწილი გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ კომპრომისებზე წასვლა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.