“გულწრფელად ვიტყვი, როგორც ყოველთვის, რომ მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგების, მაგრამ, დაე, სცადონ, რომ შემდეგ უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ შეეპაროს ეჭვი, რომ პრეზიდენტი არ ცდილობდა ომის შეჩერებას, როცა იყო თუნდაც პატარა შანსი.
და სანამ ჩვენი ბიჭები იქ არიან, პრეზიდენტი აქ არის, შტაბის უფროსი აქ არის, პრემიერი აქ არის, ჯარი აქ არის, მთავარსარდალი აქ არის. ჩვენ ყველა დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს საზღვრებს”
თქვა პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ხვალ, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან შედგება.