“საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, “იმარჯვებს”, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა.

ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ. […]აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს, გარდა გასაგებია, დიპლომატიური დონისა, მთავრობასთან, რომელსაც აქვს 2008 წლის მტკივნეული ტრავმა გამოვლილი, და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ “ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში”,

კრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის ხმასთანქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

ცნობისთვის,რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ კრაკლი კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში “ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა” აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. მეორე დღეს კი დაამატა, რომ “ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას დასახლება არ აუღია, რუსეთმა კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო”