არ უნდა გვეშინოდეს ერის არჩევანის, ჩავატაროთ პლებისციტი – პავილიონისი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტის პავილიონისი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ნიკა მელია უნდა გაათავისუფლოს, რადგან არაფერი ამართლებს ამას.

“მე მსმენია, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია სხვადასხვა საკითხებზე, საარჩევნო რეფორმებზე და მრავალ სხვა ნაბიჯზე. ანუ, რა გვაკლია – მოდით, შევთანხმდეთ სასამართლო რეფორმაზე. მოდით, შევთანხმდეთ, რომ არასდროს სასამართლო გადაწყვეტილებები არ იქნება პოლიტიკოსების ზეგავლენის ქვეშ. მოდით, გავათავისუფლოთ მელია, იმიტომ რომ ვერასდროს გაამართლებთ ოპოზიციის ლიდერის ციხეში ყოფნას. მსმენია განცხადებები, რომ საქართველო 2024 წელს შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას, მაგრამ ვერ შეძლებთ, თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა”,– ამბობს პავილიონისი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში პლებისციტი უნდა ჩატარდეს და ის ერთ–ერთი დამკვირვებელი იქნება.

“ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსია პლებისციტზე, ვადამდელ არჩევნებზე. რატომ არ ვკითხოთ მოსახლეობას ამის შესახებ? ეს დემოკრატიაა, თქვენ არ უნდა გეშინოდეს თქვენი ერის არჩევანის. მოდით, მოვისმინოთ რას ამბობს ხალხი. მოდით, მოვახდინოთ ორგანიზება მუნიციპალური არჩევნების პლებისციტთან ერთად, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მოვიწვიოთ ასობით და ათასობით დამკვირვებელი, მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ”,– აღნიშნა ჯიგიმანტას პავილიონისმა.