„ვფიქრობ, არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ საქართველოში საქმეები თავისთავად მოგვარდება – არა. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებები[…] დაწყებული ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკიდან, რომელიც თბილისშია, იმედი მაქვს ის უფრო მეტად დაუჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს, საქართველოს პროევროპულ კურსს, პროევროპული პოლიტიკის კურსს, ასევე ევროკომისარი კოსი და უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, მათ უნდა იმოქმედონ. დრო ვერაფერს წყვეტს, როგორც ვხედავთ, თბილისის რეჟიმი ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, აწესებს უფრო რეპრესიულ და შემზღუდავ სისტემას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასე რომ, რეაგირება უნდა მოვახდინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვქონდა ევროკომისიის 2025 წლის სამუშაო პროგრამა, დაიწყეთ საქართველოდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა“,

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, დაინიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.