“თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო, არ ვიცი, მაგრამ თუ მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვს, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ის ამ ინფორმაციას უზიარებდეს ადამიანს, ვინც ყოველდღიურად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ ჯაფარიძე […] არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა. მე არ ვიცი, ასეთი რეალობა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება. შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძე სწორედ ამ საიდუმლო ინფორმაციის ფლობით საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდეს”.
აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.